პუბლიკაციები

Gnomon Wise-ის საქმიანობის ანგარიში 2025

ძვირფასო მკითხველო,

წინამდებარე ანგარიში მოკლედ აჯამებს კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise-ის 2025 წლის საქმიანობას, განხორციელებულ კვლევებს, ანალიტიკურ ნაშრომებსა და პროექტებს. Gnomon Wise 2025 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ქვეყნისა და რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ინსტიტუტი სანდო და კვალიფიციურ კვლევებზე დაყრდნობით, კრიტიკული ანალიზით, ასევე ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დისკუსიებში აქტიური ჩართულობით, ახორციელებდა მრავალმხრივ საქმიანობას, რომლის მიზანიც ქვეყნის და რეგიონის წინაშე არესებული უკიდურესად მძიმე გამოწვევების პოზიტიურ ტრანსფორმაციაში საკუთარი წვლილის შეტანა იყო.

ინსტიტუტი მადლობას უხდის ყველა პარტნიორს, მკვლევარს, ავტორსა და კოლეგას 2025 წლის განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. გასული წელი გამოირჩეოდა ინტენსიური ანალიტიკური მუშაობით, მნიშვნელოვანი კვლევითი პროდუქტებითა და საერთო ძალისხმევით, რომელმაც ინსტიტუტის საქმიანობა კიდევ უფრო გააძლიერა. ჩვენ ვაფასებთ ნდობას, პროფესიონალიზმსა და მხარდაჭერას, რაც Gnomon Wise-ის მისიის განხორციელებისთვის გადამწყვეტი იყო და ვიმედოვნებთ თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალშიც.

Gnomon Wise-ის გუნდი განსაკუთრებით მადლიერია ჩვენი მკითხველის, თქვენი მხარდაჭერა და უკუკავშირი განსაკუთრებით გვაძლიერებს.

კეთილი სურვილებით,

Gnomon Wise-ის გუნდი

მიმაგრებული ფაილი


ავტორ(ებ)ი

Gnomon Wise