კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - მაისი 2025

2024 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2025 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 3.4% შეადგინა. აპრილის ინფლაციაში მაღალი წვლილი ჯანმრთელობის დაცვის სექტორის ფასებმა შეიტანა, რომელიც 9.2% -ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 12.4%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.
წარსულში, რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩეოდა. 2025 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 3.2% იყო. ყველაზე მაღალი, 7.8%- იანი ზრდა განათლების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 2.4%-იანი კლება - ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-ზე შენარჩუნდა.
აზერბაიჯანში ინფლაცია შენელდა. 2025 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 6.3% შეადგინა. მარტში ეს ნიშნული 5.9% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. აპრილში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-ზე შენარჩუნდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.