პუბლიკაციები

კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - ივნისი 2025

2024 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2025 წლის მაისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 3.5% შეადგინა. მაისის ინფლაციაში მაღალი წვლილი სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასებმა შეიტანა, რომელიც 8.3% -ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 12.8%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.

წარსულში, რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩეოდა. 2025 წლის მაისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 4.3% იყო. ყველაზე მაღალი, 7.8%- იანი ზრდა განათლების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 1.5%-იანი კლება - ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-ზე შენარჩუნდა.

აზერბაიჯანში ინფლაცია შენელდა. 2025 წლის მაისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 6.3% შეადგინა. აპრილში ეს ნიშნული იგივე იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. ივნისში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%- ზე შენარჩუნდა.

სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

Gnomon Wise, ეგნატე შამუგია