ვინ ვართ
Gnomon Wise საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტია. ჩვენი გუნდი დემოკრატიული ღირებულებების მქონე, სხვადასხვა კვალიფიკაციის, გამოცდილ მკვლევრებს აერთიანებს. გუნდის თითოეულ წევრს ღრმად გვწამს, რომ ჩვენ მიერ კეთილსინდისიერად წარმოებული ცოდნით, ვაძლიერებთ ინდივიდს და შესაბამისად, ხელს ვუწყობთ კაცობრიობის კეთილდღეობას.
რას ვაკეთებთ
ჩვენ ვაწარმოებთ აკადემიურ, სიღრმისეულ, მრავალმხრივ ცოდნას და უზრუნველვყოფთ მის სათანადო გავრცელებას. ჩვენ ვცვლით იდეებს და ამავდროულად, საზოგადოების თითოეულ წევრს ვაძლევთ საშუალებას თავადაც იყოს იდეათა ბაზრის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი.
როგორ ვაკეთებთ
ჩვენ ვაწარმოებთ აკადემიურ და გამოყენებით კვლევებს, ანგარიშებს, ანალიტიკურ დოკუმენტებს. ორგანიზებას ვუწევთ კონფერენციებსა და დისკუსიებს.
მისია
ჩვენი მისიაა მრავალმხრივი, სანდო და კვალიფიციური კვლევების გზით, ვაწარმოოთ ცოდნა, რაც ხელს შეუწყობს თითოეული ადამიანის კეთილდღეობას.
ხედვა
Gnomon Wise-ის ხედვაა იყოს აღიარებული, როგორც სანდო, ანგარიშგასაწევი კვლევითი ინსტიტუტი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.