სამხრეთ კავკასიის ვაჭრობის მიმოხილვა - ივლისი 2026
სამხრეთ კავკასიის ქვეყნები - სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - მცირე, ღია ეკონომიკები არიან, რომლებიც მაღალი დონით არიან ინტეგრირებული გლობალურ ბაზრებში. ეს ეკონომიკური გახსნილობა განაპირობებს იმას, რომ საერთაშორისო ვაჭრობა სასიცოცხლო როლს თამაშობს მათ განვითარებაში. საგარეო ვაჭრობას მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს რეგიონის ეკონომიკურ ზრდაში (იხ. კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა).
ჩვენი შეფასებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სავაჭრო ბრუნვამ პირველი ხუთი თვის განმავლობაში 40 880.2 მლნ დოლარი შეადგინა, სადაც ექსპორტი 21 642.6 მლნ დოლარს, ხოლო იმპორტი კი - 19 237.6 მლნ დოლარს უტოლდებოდა. წინა წლის იმავე პერიოდში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 38 296.2 მლნ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, იანვარ-მაისის პერიოდში რეგიონის საგარეო ვაჭრობა 6.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მაისში სავაჭრო ბრუნვამ 8 248.5 მლნ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვაში აზერბაიჯანის წილი 55.2%-ს შეადგენდა, საქართველოს და სომხეთის წილები კი შესაბამისად 25.5% და 19.2% იყო.
მიმდინარე წლის მაისში სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 9.6%- ით გაიზარდა. ამ პერიოდში, ყოველთვიური ექსპორტი და იმპორტი 4 324.4 მლნ და 3 924.0 მლნ დოლარს შეადგენდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.