კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - ივლისი 2026
2025 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, აჩქარდა. 2026 წლის ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.8% შეადგინა. ივნისის ინფლაციაში მაღალი წვლილი ტრანსპორტის ფასებმა შეიტანეს, რომლებიც 16.5%-ით გაიზარდა. თუმცა რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტად, 6.4%-ით შემცირდა. ამ ფონზე ცენტრალურმა ბანკმა ბოლო გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ზე შეინარჩუნა.
წარსულში რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩეოდა. 2026 წლის ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 5.1% იყო. ყველაზე მაღალი, 8.6%-იანი ზრდა სურსათის ფასებზე დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი, 0.9%-იანი ზრდა გართობა და კულტურის ჯგუფში იყო. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 6.5%-ზე შენარჩუნდა.
აზერბაიჯანში ინფლაცია აჩქარდა. 2026 წლის ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.8% შეადგინა. მაისში ეს ნიშნული 5.6% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. ივნისში მიღებული გადაწყვეტილებით პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-ზე შენარჩუნდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.