კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია: კვლევის მეთოდებისა და AI-ის გამოყენება UG-ის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაში
22 ივნისს, კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise-მა საქართველოს უნივერსიტეტის (UG) სამართლის სკოლის პროფესორებსა და მენეჯმენტს კვლევის ანგარიში წარუდგინა. ანგარიში მომზადდა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე კვლევის მეთოდოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ჩატარებული შიდასაუნივერსიტეტო კვლევის საფუძველზე.
ანგარიში მიმოიხილავს იმ ძირითად გამოწვევებს, რომლებსაც სასწავლო და კვლევით პროცესში როგორც პროფესორები, ისე სტუდენტები აწყდებიან, და მათ დასაძლევად შემუშავებულ ზოგად რეკომენდაციებს.