ღონისძიებები

სემინარი - ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია: გეოეკონომიკური ძალაუფლება სამხედრო დომინირების გარეშე

2026 წლის 5 ნოემბერს კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise-მა სემინარი და საჯარო დისკუსია გამართა.

ინსტიტუტის მკვლევარმა, ლიკა ხუციბერიძემ, ისაუბრა თემაზე: „ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია - გეოეკონომიკური ძალაუფლება სამხედრო დომინირების გარეშე“. მომხსენებელმა ანალიტიკურ პუბლიკაციაზე დაყრდნობით განიხილა ევროკავშირის ახალი სტრატეგიული მიდგომები, რომლებიც რეგიონული წესრიგის ჩამოყალიბებას სამხედრო ძალის ნაცვლად გეოეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და პოლიტიკური ინსტრუმენტებით ისახავს მიზნად. ანალიტიკური სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.