ღონისძიებები

სემინარი - როგორ ასუსტებს პროპაგანდა სიმართლის რწმენას

2026 წლის 15 ოქტომბერს კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise-მა სემინარი და საჯარო დისკუსია გამართა.

სემინარზე მკვლევარმა დავით ქუტიძემ ისაუბრა მის მიერ მომზადებული ანალიტიკური პუბლიკაციის ძირითად მიგნებებზე, მიმოიხილა, თუ როგორ სცდება პროპაგანდა მხოლოდ კონკრეტული გზავნილის გავრცელების ინტერესს და როგორ ქმნის იგი საყოველთაო უნდობლობის გარემოს. სემინარზე ყურადღება გამახვილდა „სიმართლის გაუფასურების“ (Truth Decay) კონცეფციაზე, ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის საზღვრების წაშლასა და იმ მექანიზმებზე, რომლებითაც საინფორმაციო მანიპულაციები საზოგადოებრივ დისკუსიასა და ინსტიტუციებისადმი ნდობას ასუსტებს.

ანალიტიკური სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.